LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწყებულია კოვიდის შემთხვევების მატება და ეპიდპარამეტრების ზრდა: NCDC-ის ანგარიში

718
Untitled design

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კოვიდ 19-ის შესახებ 2020-2022 წლების ანგარიშის მე-9 გადახედვას აქვეყნებს.

NCDC – 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა

გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს გაზრდილი ავადობის შესახებ ბავშვებში, მოზარდებსა და ორსულებში, ვაქცინაციის დამცველობით გავლენას, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველი მოვლენებსა და ზოგად კოვიდსტატისტიკას.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის გაზაფხულის პერიოდის შემდგომ, ევროპის რეგიონსა და საქართველოში დაწყებულია კოვიდის შემთხვევების მატება და ეპიდპარამეტრების ზრდა:

“2022 წლის გაზაფხულის პერიოდის გავლის შემდგომ, ევროპის რეგიონსა და, მათ შორის, საქართველოშიც დაწყებულია კოვიდის შემთხვევების მატება და ეპიდ-პარამეტრების ზრდა – ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი.

მიუხედავად ზრდისა, გარდაცვალების მაჩვენებელი გლობალურად მეტ-ნაკლებად სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება. მატების ძირითადი გამომწვევია BA.4 და BA.5 ვარიანტების ცირკულაციის ზრდა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისა, ახალი შემთხვევების სწრაფი მატებისას, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, შესაძლოა ზეწოლის მნიშვნელოვანი გაზრდა ჯანდაცვის სისტემაზე, განსაკუთრებით ლაბორატორიულ სექტორსა და პირველად ჯანდაცვაზე, რაც დინამიკაში რესურსის მობილიზების და საპასუხო ქმედებების სწრაფ განხორციელებას საჭიროებს.

პანდემიის აღნიშნული სიტუაციის განხილვისათვის მიმდინარე წლის 8 ივლისს გაიმართა ჯანმოს ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების საგანგებო კომიტეტის მე-12 შეხვედრა. კომიტეტის წევრების სხდომის შემდგომი განცხადებით კოვიდ 19 კვლავ საგანგაშოა და მიმდინარე პანდემია რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობად”, – აღნიშნულია ანგარიშში.

2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა: NCDC

საქართველოში 2 903 548 აცრა ჩატარდა – 2055 შემთხვევაში არასასურველი მოვლენა აღირიცხა

NCDC: საქართველოში კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

დაინფიცირდა 12 729, გარდაიცვალა 8 პაციენტი – კორონავირუსის 1 კვირის სტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები