LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედა მიყვარხარ: ფოტო სახლიდან, სადაც დღეს მძინარე ქალი მოკლეს

810
999

დაბა სურამში სანადირო თოფით ქმარმა ცოლი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა მეუღლეს გვიან ღამით, საწოლში ესროლა.

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

ცოლ-ქმარს 3 შვილი ჰყავს.

პოლიციამ კაცი უკვე დააკავა.

ეს ფოტო მათ სახლშია გადაღებული.

@ფორმულა

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით დაიწყო.

“რას გააკეთებდით საკუთარი შვილის დასაცავად მოძალადე კაცისგან? გაჩუმდებოდით თუ დაიცავდით?”

ქმრები, პარტნიორები და ყოფილები: ვინ კლავს საქართველოში ქალებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები