LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედაჩემი იქ აღარ მუშაობს, გააბრაზეს, 9 წლის ბავშვის თვალით დანახული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება”

2453
BeFunky-collage (7)

ქართული ოცნებიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს მისი ქალიშვილის მიმოწერას კლასელთან და ამბობს, რომ ასეთია 9 წლის ბავშვის თვალით დანახული პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩაგდება.

ერთ ფოტოზე ჩანს ფურცლის ნაგლეჯი, რომელზეც წერია: „დედაჩემი იქ აღარ მუშაობს, გააბრაზეს“

„9 წლის ბავშვის თვალით დანახული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება“- წერს თამარ ჩუგოშვილი.

 

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა დატოვა 10-ზე მეტმა დეპუტატმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები