LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია: ირაკლი ღარიბაშვილი

60
Untitled design (5)

“დღეს მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილისადმი და, ამასთან, ვაცნობიერებთ ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობასაც – ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართულის სწავლაში და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა.” – საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედაენის დღის აღმნიშვნელ თარიღს ეხმიანება და ამბობს, რომ დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია.

ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო ძალისხმევის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც:

დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანის მიერ მისი დაცვა ამავდროულად ქვეყნის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებად იქცა.

ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ. ეს იყო პირველი მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში, და, ამავე დროს, პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი იძულებული გახდა, ხალხისათვის დაეთმო. სახალხო ძალისხმევის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.

დღეს მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილისადმი და, ამასთან, ვაცნობიერებთ ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობასაც – ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართულის სწავლაში და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დავუმკვიდროთ ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ენას და ამ ენაზე შექმნილ კულტურას მისი კუთვნილი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში.” – წერს ღარიბაშვილი.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

სწორედ 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს უამრავი მოქალაქე შეეწინააღმდეგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა და სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა დარჩებოდა.

წინაპრების თავდადებამ შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება: არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები