LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამ სესხი გამოიტანა და პირველი გიტარა უყიდა – საინტერესო ფაქტები ბრიუს სპრინგსტინზე

2497
FORTUNA. GE

„გრემის“ 20 გზის ლაურეატი, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი, მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი 1949 წელსაა დაბადებული. მოდით გავიხსენოთ ყველაზე საინტერესო ფაქტები ამ გასაოცარი მუსიკოსის შემოქმედებიდან.

მას ჰყავს ფანების ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია. მისი ალბომები 120 მილიონიანი ტირაჟით იყიდება, აქედან 65 მილიონი ამერიკაზე მოდის. მისი მუსიკის დიდი თავყანისმცემელია ამერიკის ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც სპრინგსტინის მუსიკას ადამიანების ცხოვრების მუსიკა უწოდა. სპრინგსტინი ნიუ-ჯერსიში, „ნესტლეს“ ქარხნის მახლობლად გაიზარდა. ამბობენ, რომ მისი გემოვნების ფორმირებაში დიდი გავლენა მოახდინა შოკოლადის არომატმა, რომელიც 24/7-ზე მისი სახლის მახლობლად ტრიალებდა. ბრიუსის დედამ 13 წლის შვილი დაბადების დღეზე გიტარა უყიდა, მას იმდენად უჭირდა, რომ ამისთვის სესხის გამოტანაც კი დასჭირდა. ამ ამბავს მუსიკოსი ემოციურად ყვება სიმღერაში The Wish. პირველი სიმღერა, რომელიც სპრინგსტინმა პირველ გიტარაზე დაუკრა იყო ლეგენდარული „ბითლზის“ Twist and Shout.

ამბობს, რომ საოცრად არ უყვარდა სკოლა, ჯერ ერთი, რომ უჭირდა სწავლება, მეორეც, ადაპტაცია გარემოსთან. ამბობენ, რომ თანაკლასელები სკოლის ადმინისტრაციას მის გარიცხვასაც კი სთხოვდნენ.

ბრიუსს სძულს კონფლიქტები, 18 წლის ასაკში ვიეტნამში გამგზავრებაზეც კატეგორიული უარი განაცხადა. სასჯელს კი ტრამვამ გადაარჩინა, რომელიც მან ერთი წლით ადრე მიიღო. 1979 წელს ბრიუს სპრინგსტინი ჯგუფ  Ramones-ის წევრებს შეხვდა, რომლებმაც მას სიმღერის დაწერა სთხოვეს. ასე შეიქმნა ჰიტი Hungry Heart, რომელიც ბრიუსს მათთვის უნდა ეჩუქებინა, მაგრამ მენეჯერმა ამის უფლება არ მისცა. ასე შეასრულა ეს სუპერპოპულარული ჰიტი თავად და შედევრიც შეიქმნა.

სპრინგსტინი ერთადერთი მუსიკოსია, რომლის ყველა სიმღერა, ყველა ალბომიდან ამერიკის ჩარტების ხუთეულში მოხვდა. სწორედ ბრიუსის შექმნილია სიმღერა Because The Night, რომელსაც პატი სმიტი ასრულებს. ამ სიმღერით სმიტი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა.

კლუბი The Stone Pony  დღეს ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში, იქ ბრიუსი მღეროდა, და დიოდა, მაგრამ როდესაც კლუბი გაიხსნა, მუსიკოსი უკვე პოპულარული იყო. ერთხელ კინოთეატრში თაყვანისმცემელმა სთხოვა ბრიუსს, მასთან სტუმრად მისულიყო და დედამისისთვის დაემტკიცებინა, რომ ფანებიც ძალიან უყვარდა. სპრინგსტინი თხოვნას დათანხმდა, მეტიც, ის დღემდე სტუმრობს ამ ოჯახს.

2008 წელს მუსიკოსი აქტიურად იყო ჩართული პრეზიდენტ ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაში. არჩევნების დასრულების შემდეგ ალბომი Working on a Dream ბილბორდის ჩარტების სათავეში მოექცა.

მას აქვს თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენი, „ოსკარი“ წლის სიმღერისთვის, „გრემი“, რომელიც 1995, 2003 და 2007 წლებში მიიღო და „ოქროს გლობუსი“, რომელიც ორჯერ, 1994 წელსა და 2004 წლებში აიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები