ქალმა, რეისზე რომ არ დაეგვიანა, ახალშობილი შვილი აეროპორტის ტუალეტში მიატოვა. ბავშვი ვენის აეროპორტში დამლაგებლებმა 10 ნოემბერს ღამის 2 საათზე იპოვეს, მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, თუმცა ჩვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აეროპორტის თანამშრომლებმა და დაცვის წევრებმა ბავშვის 27 წლის დედაც ჩვილის აღმოჩენდან რამდენიმე წუთში იპოვეს ერთ-ერთ ტერმინალთან, ის „არასტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“ იმყოფებოდა და კლინიკაში შვილთან ერთად გადაიყვანეს.

დედა ნიგერიელი სტუდენტია, ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

მსგავსი თემები