LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწის ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებელი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

221

დედამიწის ყველაზე ხანდაზმული მაცხოვრებელი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. უფრო ზუსტად კი იტალიელი ემა მორანო 117 წლისა და 137 დღის იყო და ის ოფიციალური მონაცემებით პლანეტის უხუცესი მაცხოვრებელი იყო. თავისი ჯანმრთელობის საიდუმლოდ ქალბატონი ყოველდღიურად 3 კვერცხისა და ახალი ხორცის მირთმევას მიიჩნევდა, თუმცა, მისი მთავარი რეცეპტი მაინც ხანგრძლივი მარტოობა იყო.

აღსანიშნავია, რომ მორანო გინესის წიგნში 2016 წელს, ამერიკელი სუზან მუშარ ჯონსის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა. ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიელი იყო უკანასკნელი ადამიანი, რომელიც 1900 წლამდე დაიბადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები