LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედის დაფიცების გამო ფულს ვერ გავცემთ – ფინანსთა მინისტრის განმარტება კომპენსაციაზე

128
1579870268669573

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის კომპენსაციის გაცემის პრინციპი გამარტივებულია, ოპონენტების მიერ გამოთქმული პრეტენზიები კი საფუძველს მოკლებული. ივანე მაჭავარიანის თქმით, კორონავირუსის კომპენსაციას იოლად ვერ გასცემენ და ბიუჯეტის ხარჯვას თავისი პრინციპი აქვს, ამიტომ როგორც მინისტრი ამბობს ” დედის დაფიცება”  დოკუმენტად არ ჩაითვლება.

“დღეს, მაგალითად, ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ გაურთულეთო, ზედმეტ საბუთებს ითხოვთო, ბიუროკრატია გაართულეთ, რომ არ მიიღონო. პირიქით პროცესია. პირველადთან შედარებით დადგენილება რომ იყო, ასეთ სლენგს ვიხმარ, “გალაითდა” პირობები, გაადვილდა. ჩვეულებრივად, არანაირი საბუთით, უბრალოდ მოვიდა და დედა დაიფიცა, ამაზე ვერ გავცემთ ფულს ასე იოლად. ეს არის გადასახადის გადამხდელის ფული და ბიუჯეტს ხარჯვის თავისი პრინციპები აქვს” – აცხადებს ვანო მაჭავარიანმა.

კომპენსაციას უფრო მეტი ადამიანი მიიღებს

როგორ დაეხმარება სახელმწიფო დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს: დამატებითი საბუთები საჭირო არ არის

300 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია 100 ლარად: ყალბი ცნობისთვის ორი პირია დაკავებული

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები