LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დედის დღეს გილოცავ მიშა, გახსოვდეს ირინა ენუქიძე!” – ფოტო რომიდან

1516
52983674_1924180447705324_6591500594232426496_n

რომში, სასტუმროს წინ, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს ხვდება, პოლიციამ ჯაჭვი გააკეთა და შეხვედრაზე ჩასულების ნაწილს, კვლავ არ ეძლევა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება.

ისინი სასტუმროს წინ ბანერებით არიან მობილიზებულები და საპროტესტო აქციას მართავენ.

ერთერთ ბანერზე მიხეილ სააკაშვილს დედის დღეს ულოცავენ და ირინა ენუქიძეს ახსენებენ.

“დედის დღეს გილოცავ მიშა, გახსოვდეს ირინა ენუქიძე!” – ვკითხულობთ ბანერზე.

შეგახსენებთ, ირინა ენუქიძე სანდრო გირგვლიანის დედაა.

საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელს გაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა.

ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის 28 აგვისტოს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები