LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლის საშობაო მიმართვისას კაბინეტში მეგან მარკლის ფოტო გამოჩნდა (ფოტო)

106

25 დეკემბერს ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ საახალწლო მიმართვა გაავრცელა.  ყოველწლიური მილოცვა საკმაოდ ემოციური გამოვიდა. ბრიტანელი მონარქი საკუთარ კაბინეტში ანჟელა კელის თეთრი კაბით გამოჩნდა და შობა მოსახლეობას იქიდან მიულოცა. საინტერესოა, რომ დედოფალმა ინტერვიუ  საოჯახო ფოტოების ფონზე ჩაწერა, სადაც პრინც უილიამის, ქეით მიდლტონის, ჯორჯის, შარლოტასა და პრინც ჩარლზის გვერდით მეგან მარკლის ფოტოც აღმოჩნდა. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ერთობლივი პორტრეტი უკვე ამშვენებს დედოფლის კაბინეტს და ეს ადასტურებს იმას, რომ ამერიკელი მსახიობი უკვე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. ამ ფაქტმა თავად დედოფლის გამოსვლაც კი დაჩრდილა.

დედოფალმა მთავარი აქცენტი ოჯახური ღირებულებების დაცვაზე გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა მეუღლეს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. გაიხსენა გასულ წელს მომხდარი ტერაქტებიც და სიყვვარულის აუცილებლობაზე ისაუბრა. საინტერესოა, რომ ცოტა ხნით ადრე დედოფალი ნორფოლკში საშობაო წირვასაც დაესწრო, სადაც მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები