LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება

მარინა გელანტია

წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება, – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით გელანტიამ ვერ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდება პაციენტის კლინიკიდან გაწერა.

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუშინ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები