LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: ილია მეორის გადადგომაზე ინფორმაცია “მტკნარი სიცრუეა”

275
36321604-10157589296499465-1591708334367440896-n

ინფორმაცია, თითქოს ილია მეორე გადადგომას აპირებდა, “მტკნარი სიცრუეა” – ეს განცხადება პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა ცოტა ხნის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ბოტკოველმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის ჩანიშვნის თარიღი გააცნო.

როგორც დეკანოზმა განმარტა, ილია მეორე ხშირად ტოვებს დედაქალაქს.

“მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს დედაქალაქს. ქალაქის მახლობლად რეზიდენციაში ის ატარებს რამდენიმე დღეს და ისევ ბრუნდება ქალაქში”, — თქვა ბოტკოველმა.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2411173315768487/?__tn__=%2Cd%3C-R&eid=ARA8I_pXpqsbpklkxJSCzMhKgdhKWnXOzZEp7r_UEI2QcjX_uMXpfLC58W26Z8UvWSker50ylQRtXSfV

რამდენიმე დღის წინ “ტევეპირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილია მეორე განცხადების გაკეთებას და გადადგომას აპირებდა. თუმცა, ის ქალაქიდან გაარიდეს.

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, დღის 12 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება, რომელსაც სკანდალური განცხადებების ავტორი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

სინოდის სხდომის გამართვის გადაწყვეტილება ილია მეორემ მიიღო.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართება

ილია მეორის გადაწყვეტილება - სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი მეუფე იაკობის განცხადებები იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები