LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი თამაზ ლომიძე: „პოპულარულ მღვდელ შალვა კეკელიას ჰკითხეთ, გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო თუ იღებს პასუხისმგებლობას ნაცემი და დასისხლიანებული, მშვიდობიანი ადამიანების წინაშე…“

301
lomidzekekelia

დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, თამაზ ლომიძე „ტვ პირველის“ დაზარალებული ოპერატორის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„რა საერთო აქვთ ამ მოძალადეებს და მათ წამხალისებლებს ქრისტესთან ან ქრისტიანობასთან? – სრულიად არაფერი. ამათ რეალურად არც სარწმუნოება ადარდებთ და არც ზნეობა, მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტინქტებით, გაუცნობიერებელი შიშებით და ვნებებით არიან მართულნი ველურებივით. ადამიანზე მოძალადე არასოდეს არის ღმერთისკენ და ღმერთისთვის, ეს გამორიცხულია.

გონებაჩლუნგებმა დღემდე ვერ შეიგნეს, რომ წახალისებული ძალადობა უფრო უარეს და დიდ ძალადობას და ქაოსს იწვევს. მძიმეა, მაგრამ მოემზადეთ ქვეყანაში უფრო დიდი გაჭირვებისთვის, შიმშილისთვის, უპერსპექტივობისთვის, ჩაკეტილობისთვის, მონობისთვის და უბედური ცხოვრებისთვის. როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებული და შეწყნარებულია, ეს იქნება ამის მწარე ლოგიკური შედეგი.

P.S. პოპულარულ მღვდელ შალვა კეკელიას ჰკითხეთ, გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო თუ იღებს პასუხისმგებლობას ნაცემი და დასისხლიანებული, მშვიდობიანი ადამიანების წინაშე.

ფოტოზე:  სიწმინდის და ზნეობის დამცველების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მშვიდობიანი ჟურნალისტი დღეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები