LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.5 მლნ დოლარი გადაიგზავნა

75
sending-money-dollars-shutterstock-119464618-1

2019 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 172.3 მლნ აშშ დოლარი (500.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.2%-ით (21.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.0% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

რაც შეეხება ტოპ 5 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით თანხა გადმორიცხა, შემდეგია: რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი.

2019 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.5 მლნ აშშ დოლარი (74.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის დეკემბერის (21.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.7%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები