პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „დემარშით წასვლის“ შემდეგ ოპოზიციაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განმარტება არ გააკეთა, „მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ აქვს“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის რეპლიკებს, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას მისამართით გააკეთა, დავით სერგეენკო „პოლიტიკურ ვორდინგს უწოდებს და აცხადებს, რომ “ყველას თავისი ექსპრესია აქვს“.

„კურდღელი უწოდა -არ უწოდა, ეს პოლიტიკური „ვორდინგია“, ზოგს ასე ურჩევნია, ზოგს ისე, თავისი ექსპრესია აქვს ყველას. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მაქვს ასეთი ჩამოყალიბებული აზრი ამ წუთის მდგომარეობით, რომ როცა ყოფილი პრემიერ- მინისტრი დემარშით მიდის და მერე ბრუნდება ოპოზიციაში, ეს არის უდავოდ საყურადღებო მოვლენა. ამ საყურადღებო მოვლენას სჭირდება განმარტება. აქამდე რა განმარტებებიც მოვისმინე ორიოდე მედიააქტივობით, პრეზენტაციით და ბრიფიგნით, ვერ მივიღე პასუხი. შეიძლება ამ ადამიანს რაღაც არაჩვეულებრივი და ამომწურავი პასუხი აქვს ყველაფერზე, შეიძლება უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ასე თუ გააგრძელა და არ განმარტა, მის პოლიტიკურ რეიტინგს დიდი პერსპექტივა არ აქვს“. – განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი თემები