LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალია მოდის კვირეულებს ბოიკოტს უცხადებს

107

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულმა ბრენდმა Vetements უარი თქვა პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე, ჩვენება მაინც გაიმართა, თუმცა არა ტრადიციულ პროდიუმზე, არამედ ქალაქის გარეუბანში მდებარე ავტომობილების სადგომზე. განსხვავებული იყო დეფილეც, სადაც მოდელები შემთხვევითი გამვლელების სტილში მოძრაობდნენ.

Vetements – ეს არის ფრანგული ბრენდი, რომელიც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ქმნის. კომპანია 2009 წელს ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ დააარსა. შეგახსენებთ, რომ საკუთარი ბრენდის გარდა, დემნა Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია.

მარკამ პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარი ივნისის დასაწყისში განაცხადა. „ძალიან ბევრი ჩვენება იმართება. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკვე აღარ არის ნორმალური. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არის ერთი უსასრულო მოდის კვირეული, რომელიც წელიწადში 365 დღე გრძელდება“, – განაცხადა ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ. (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები