LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიას მიერ „აიფონისთვის“ შექმნილი 250 დოლარიანი ქეისები დაიტაცეს

demna

Demna Gvasalia Daily ავრცელებს დემნა გვასალიას დიზაინით „ვეტმანის“ ბრენდის ქვეშ გამოშვებულ მობილურის ქეისს. „ფეისბუქ“-გვერდის ინფორმაციით, ერთ-ერთ პლატფორმაზე დემნას „აიფონის“ ქეისი სრულად გაიყიდა, თითოს ფასი კი 250 დოლარი გახლდათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ნივთები ძალიან ძვირად იყიდება. დემნა თვითონვე ხუმრობს ამ თემაზე და „ვეტმანის“ ახალ კოლექციაზე ერთ-ერთ ჰუდზე ისიც კი დააწერა, რომ მისი ფასი გადამეტებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები