LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება: სალომე ზურაბიშვილი

125
FORTUNA.GE- (4)

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, შტატების სხვადასხვა ინსტიტუტმა საკუთარი სიძლიერის დადასტურება შეძლო.

სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, საქართველოს დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად ძლიერი ამერიკა სჭირდება:

“30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს საკუთარი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად.” – წერია პრეზიდენტის მიმართვაში.

 

 

 

პოპულალურები