LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემონსტრანტების ნაწილი ივანიშვილის რეზიდენციისკენ დაიძრა

115
aqcia

პარლამენტიდან დემონსტრანტების ნაწილი ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართება და იქ გააგრძელებს საპროტესტო აქციას.

მოძრაობა შეცვალეს წევრები ამბობენ, რომ აპირებენ ბიძინა ივანიშვილის შეწუხებას, რადგან ის პირობებს არ ასრულებს.

მანამდე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. მოძრაობა “შეცვალეს” წამომადგენელმა ტიტე გედენიძე განაცხადა, რომ ერთ-ერთი უცნობი პირი მათი მოძრაობის წარმომადგენელ გოგონასთან მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა. აღნიშნული პირი პოლიციელებმა ადგილიდან გაარიდეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები