LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებაზე, უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა

51
shutterstock-520040410

სემეკის ვებგვერდზე ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე, უარის თქმის პლატფორმა ამოქმედდა. პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. უარის დაფიქსირება იანვარის თვის სუბსიდირებაზე შესაძლებელია 31 იანვრის ჩათვლით. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე ცალ-ცალკე, ასევე ერთიანად 12 თვეზე – 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით.

„ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილის მოთხოვნით, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სხვაობის სუბსიდირებაზე, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ შეღავათით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) უარის თქმის პლატფორმა აამოქმედა. ელექტროენერგიის მომხმარებლებს გადაწყვეტილების დაფიქსირება სემეკის ვებგვერდზე https://gnerc.org/ge/covid19-1 შეუძლიათ”, – აცხადებენ სემეკში.

შეგახსენებთ, სხვა მოქმედ სუბსიდირების პროგრამებთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, ელექტროენერგიის მომხმარებლების 95%-ს, რომლებიც მოიხმარენ 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, 2021 წლის განმავლობაში დაეფარებათ ძველ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობა. მთავრობის გადაწყვეტილებით ტარიფებს შორის სხვაობის 50%-იანი სუბსიდირება შეეხება საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებსაც (გარდა სასმელის მწარმოებლებისა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები