LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენის ტარიფის სუბსიდირება მოსახლეობას კვების პროდუქტების გაძვირებისგან დაიცავს – ნათია თურნავა

116
130752316-3601041843318782-2029795349936168839-o

ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან დაიცავს.

როგორც ეკონომიკის მიისტრი აღნიშნავს, მთავრობამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც წნეხს ისეთ მნიშვნელოვან წარმოებას შეუმსუბუქებს, მაგალითად როგორიცაა: რძის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, ხორცის წარმოება და გადამუშავება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა და კონსერვირება, ხილის გადამუშავება და ბევრი სხვა დარგი, რაც პრაქტიკულად წარმოადგენს ძირითად ადგილობრივ საქმიანობას, კვების პროდუქტების წარმოების მიმართულებით.

„იცით, რომ ქართული წარმოების კვების პროდუქტები დომინირებს ჩვენს ბაზარზე, უპირატესი მოთხოვნა მოდის სწორედ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებზე და ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება დაიცავს, პირველ რიგში, ჩვენს მოსახლეობას, მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

დასახელდა დარგები, რომლებსაც ელექტროენერგიის სუბსიდირება შეეხება

სუბსიდირება შეეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს

შეგახსენებთ, გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის, სახელმწიფო 2021 წლის განმავლობაში, მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები