LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დეპუტატები ლიფტით სარგებლობისას უნდა დაჯარიმდნენ” – “ფორტუნას” გამოკითხვა [ვიდერეპორტაჟი]

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის შემდეგ, დეპუტატი გუგული მაღრაძე კიდევ ერთი ხმაურიანი იდეის ავტორი გახდა. თუმცა, “თამბაქოს კანონისგან” განსხვავებით, როგორც ჩანს, რეგულაციები ჭარბწონიანობის წინააღმდეგ დღის სინათლეს ვერ იხილავს, რადგან, როგორც თავად დეპუტატი “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობს, ეს არის მისი წუხილი ჭარბ წონაზე და არა საკანონმდებლო ინიციატივა.

მიუხედავად იმისა, რომ გუგული მაღრაძე და მისი კოლეგების ნაწილი ამტკიცებს, რომ ჭარბწონიანობის კანონპროექტზე არამც თუ მუშაობა, ფიქრიც კი არ აქვთ დაწყებული, “ფორტუნამ” გადაწყვიტა კანონმდებლებს ჰკითხოს, რეგულაციების შემუშავებამდე, თავად როგორ ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობასა და კილოგრამებზე:

“როგორ აკონტროლებთ წონას?” – ეს კითხვა “ფორტუნამ” როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს დაუსვა:

 

ქეთი გიგოლაშვილი