LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დეტექტივების სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას ვიგონებ, რადგან სწორედ ამგვარი უაზრო საქმიანობისას იწყებ ფიქრს მკვლელობაზე“ – აგატა კრისტის ცნობილი გამონათქვამები

6273
FORTUNA. GE

მოცულობითი მემკვიდრეობით, რომელმაც 60 დეტექტივი, 6 ფსიქოლოგიური რომანი და მოთხრობების 20-მდე კრებული გააერთიანა, აგატა კრისტი არა მხოლოდ დეტექტიური პროზის ყველაზე ცნობილი ავტორი, არამედ ყველაზე გამოქვეყნებადი მწერალია, რომლის 100 ენაზე თარგმნილი რომანები 4 მილიარდზე მეტი ეგზემპლარით გამოიცა.

fortuna.ge გთავაზობთ აგატა კრისტის ფრაზებს:

მე მაქვს უნარი, ცხოვრება მივიღო ისეთი, როგორიც არის. არ ჩავვარდე ისტერიკაში და კიდევ ერთი სასარგებლო ჩვევა – ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ ადგილას შემიძლია დაძინება.

საუკეთესო მეუღლე ქალისთვის – არქეოლოგია, რადგან რაც უფრო „ძველდები“ მით უფრო იზრდება მისი ინტერესი შენს მიმართ.

არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე ყოველთვის სწორ და მართალ ადამიანთან ურთიერთობა.

როცა გული გტკივა, არ ღირს ბედნიერ წუთებზე ფიქრი, რადგან სწორედ მტკივნეულ მომენტებში სიხარულის, ბედნიერი დღეების გახსენება ანადგურებს ადამიანს საბოლოოდ.

ახალშობილისთვის საჩუქრის გაკეთება რომ შეიძლებოდეს, მხოლოდ კარგი ხასიათით დავაჯილდოვებდი.

ქალს ყოველთვის არამზადა უყვარდება, რადგან დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი სიყვარული გამოასწორებს.

წარმოდგენა არ მაქვს რა აიძულებს მამაკაცს იმეგობროს ქალთან, მაშინ როცა მამაკაცებს არასდროთ სურდათ ქალებთან მეგობრობა.

ადამიანი ძალიან სწრაფად ნებდება სირთულეებს, ყოველთვის მზადაა ხელი ჩაიქნიოს და უარი თქვას საკუთარ ოცნებაზე, არადა სწორედ ოცნება გადაარჩენს სამყაროს.

ქორწინება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სიყვარული, რადგან მთავარი პატივისცემაა. თუმცა, არ ღირს პატივისცემის აღფრთოვანებასთან არევა, რადგან მთელი ცხოვრება მამაკაცით აღფრთოვანება, აუცილებლად იმედგაცრუებით სრულდება.

დეტექტივების სიუჟეტებს ჭურჭლის რეცხვისას ვიგონებ, რადგან სწორედ ამგვარი უაზრო საქმიანობისას იწყებ ფიქრს მკვლელობაზე.

ნურასდროს დაგწყდება გული, რომ ადამიანებს შენი მოსმენა არ უნდათ. რატომ უნდა აინტერესებდეს სხვას შენი ისტორიები, როცა უამრავი აქვს სათქმელი საკუთარ ცხოვრებაზე.

ყველაზე მეტად ადამიანების ერთგულება აღმაფრთოვანებს. ერთგულება და საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვა – საუკეთესო, თუმცა ძალიან იშვიათი თვისებებია.

ამბობენ, „ბედნიერ ადამიანს წარსული არ აქვსო“, მაშინ რა ფასი აქვს მომავალს წარსულის გარეშე?

ომი პრობლემებს არ წყვეტს, გამარჯვება კი, ისეთივე დამანგრეველია, როგორც დამარცხება.

ვეფხვების და ლომების საუკუნე დასრულდა, ახლა ვირთხების და ვირები ეპოქაა.

ძველ ცოდვებს ყოველთვის გრძელი აჩრდილი მოჰყვება.

ზოგჯერ მაღვიძარას დაგვიანებულ ზარსაც შეუძლია ცხოვრების შეცვლა.

მხოლოდ მაშინ ხვდები ყველაზე მნიშვნელოვანს, როცა უკვე ძალიან გვიანაა!