LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევი ტაბიძე: აუცილებლად გვექნება კიდევ ერთი პიკი, შეჩერება კი ძალიან რთული იქნება

57
დევი ტაბიძე

„ჩვენ აუცილებლად გვექნება კიდევ ერთი პიკი, ამ ყველაფრის შეჩერება კი ძალიან რთული იქნება, თუკი მოსახლეობა ვაქცინირებული არ იქნება,“ – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა და ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ახლა ქვეყანა ძალიან დიდი აფეთქების წინაშეა.

იმნაძე: იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით… ბებია-ბაბუები აცრილები არ არიან და ისინი ბავშვებს აავადებენ

„დღეს რაღაც სახალხო პროტესტს უცხადებენ ვაქცინას, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ მილიონამდე ადამიანი აიცრას. ჩვენ ძალიან დიდი აფეთქების წინაშე ვართ.

პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ორჯერადად აცრილს დამემართა კორონავირუსი და ათიათასჯერ მსუბუქად გადავიტანე, ამიტომ, მადლობელი ვარ იმის, რომ ავიცერი. ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაზე ცუდი შეიძლება მოხდეს ის, რომ შესაძლოა გარდაცვალების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდოს,“- განაცხადა დევი ტაბიძემ.

ცნობისთვის, ბოლი 24 საათში ქვეყანაში დაინფიცირდა 4 774, გარდაიცვალა კიდევ 37 პირი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები