LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბოუის ნახატები 30 მილიონ დოლარად გაიყიდა

96

ნახატები დევიდ ბოუის კოლექციიდან 30 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედევრებისა, რომელსაც ბრიტანელი მუსიკოსი წლების განმავლობაში აგროვებდა. „სოთბის” აუქციონის წარმომადგენლების ინფორმაციით, ლოტებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ამერიკელი მხატვრის ჟან-მიშელ ბასკიას „ჰაერის ძალა“ აღმოჩნდა და ის უცნობმა კოლექციონერმა 8,8 მილიონ დოლარად შეიძინა. საინტერესოა, რომ გასაყიდად წარმოდგენილი იყო თავად ბოუის მიერ შექმნილი ტილოც, რაც ერთგვარი ექსპერიმენტია და კოსმოსური ბიჭის სამყაროს აღწერს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კოლექციის დარჩენილი ნაწილიც ხელოვნების ძალიან ბევრ მოყვარულს მიიზიდავს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბოუი 2016 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა და გულშემატკივრებს უამრავი უცნობი ჰიტი დაუტოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები