LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილებს სახლებს აუშენებენ და გრანტებსაც გადასცემენ

149
marneul

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც საკუთრებაში მიწის ნაკეთს ფლობენ, სახლებს აუშენებენ. პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, სულ 122 სახლი აშენდება – 100 დასავლეთ საქართველოში, ხოლო 22 შიდა ქართლის რეგიონში. განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამავე პროექტის მიხედვით, შერჩეულ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გრანტებსაც გადსცემენ.

“პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 4 ივნისიდან დაიწყო და 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე დაწყებულია. დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება. შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველ ოჯახებს განაცხადის შევსება, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ. განაცხადების შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები