LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველო ჩინეთისგან Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად მიიღებს

94
1619525318-sinopharm-vaccine-1331-1024x749

დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სინოფარმის ვაქცინის 100 000 დოზას საჩუქრად ჩინეთის წითელი ჯვრისგან მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სინოფარმით აცრაზე რეგისტრაცია ორშაბათიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

გარდა ამისა, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან.

გააქტიურებულია 15 22-ის და 144 – 3-ის ცხელი ხაზიც, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები