LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღე ავტომობილის გარეშე – თბილისელებმა ქალაქში ველოსიპედებით ისეირნეს [ვიდეო]

დღე მანქანის გარეშე – ასე ჰქვია საერთაშორისო ველომარათონს, რომელმაც სტარტი დღეს ვაკის პარკიდან აიღო. მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილები სახლში დატოვეს, ვარდების მოედნამდე, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ველოსიპედებით დაეშვნენ. ღონისძიების მიზანია, თბილისელებმა რაც შეიძლება ნაკლები ავტოტრანსპორტი გამოიყენონ და უპირატესობა ფეხით სიარულს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან და ველოსიპედით სეირნობას მიანიჭონ.

ველომარათონი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა და გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

„დღე მანქანის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა. მას ევროპის ათეულობით ქალაქი უეთდება, ხოლო თბილისში ღონისძიება უკვე მესამედ აღინიშნა.

 

თათია კაკიაშვილი