LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით ავტომანქანებით გადაადგილება იზღუდება

385
90529923-3210033175696069-8196037991618052096-o

დღეიდან დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, 16 აპრილს გაკეთდა.

ამასთან, სასურსათი მაღაზიები და აფთიაქები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

გარდა ამისა, დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის ტარება. ჯარიმა 15 ათასი ლარია და ის იურიდიულ პირებს დაეკისრება.

შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით. პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონი, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

 

პოპულალურები