LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან “ასტრაზენეკას” მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაიწყება

111
Untitled design (2)

“ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, მოქალაქეების რეგისტრაცია დღეს, 20:00 საათიდან დაიწყება, აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით:

➤  სამედიცინო დაწესებულებაში მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 4 – 12 კვირის ინტერვალში;

➤  მოქალაქეები დარეგისტრირებას შეძლებენ ვებპორტალზე – https://booking.moh.gov.ge/

➤  ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა.

➤  რეგისტრაციის ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე – https://fb.watch/4c2mI8hKtj/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში ჩაიტარა.

გაბუნიას განმარტებით, 10 მაისი არის ის თარიღი, როდესაც აცრილების პირველი ჯგუფისთვის 8 კვირა გადის:

“ასტრაზენეკაზე” რეგისტრაცია დღეიდან უკვე არის შესაძლებელი. პორტალზე დეტალურად არის მითითებული ეს ინფორმაცია. 10 მაისი არის ის თარიღი, როდესაც გადის 8 კვირა აცრილების პირველი ჯგუფისთვის. როგორც იცით, “ასტრაზენეკას” დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-დან 12 კვირამდე და ვინც ჩაიტარა 15 მარტის კვირაში, მათ შეუძლიათ 10 მაისიდან მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ.

მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც ჩაიტარა პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში. ასევე მიდის აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ 55 წლის ზემოთ მყოფმა პირებმა ჩაიტარონ “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია. ქვეყანაში არის საკმარისი დოზები, 6 მაისს ველოდებით კიდევ 46 ათას დოზა “ასტრაზენეკას” და შემდეგ ერთი ამდენი მაისის ბოლოს დაგვემატება.” – თქვა გაბუნიამ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი სწორედ “ასტრაზენეკას” ვაქცინით, 15 მარტს დაიწყო.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან აღნიშნული ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს შეუძლიათ, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

პოპულალურები