LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

99
zesco-z1536595642289_aspR_2.000_w660_h330_e

1-ელი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდოს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება შეამსუბუქებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს. ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო.

„ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რათა მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. თუ აქამდე ასეთი მომხმარებლები ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად ყიდულობდნენ გამანაწილებელი კომპანიებისგან, რეფორმა მათ საშუალებას აძლევს, საჭირო ელექტროენერგია თავისუფალ ბაზარზე საბაზრო ფასად შეისყიდონ.

ვაჭრობის ეს ფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზრისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ქვეყანაში ინერგება. ენერგეტიკული რეფორმა კარგი სტიმული გახდება იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც საქართველოს გენერაციის ობიექტებში დამატებითი ინვესტიციას განხორციელებით არიან დაინტერესებულნი”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვფიქრობ, ამ რეფორმით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცების, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ქართული ინდუსტრიის აღორძინებისთვის, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები