LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან იტალია ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

1197
515362c8-lm-3638-165cdb13a57

იტალია დღეიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის საზღვრებს ხსნის.

პარალელურად, შეზღუდველი მოიხსნება შიდა გადაადგილებაზე.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აღნიშნავს, რომ შეზღუდვების მოხნა რისკებს შეიცავს, თუმცა ქვეყანა ამისთვის მზადაა.

„ვაცნობიერებთ რისკს, რომ შესაძლოა, გავრცელების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. თუმცა ეს რისკი უნდა მივიღოთ, სხვაგვარად ვერადროს მოვახერხებთ გახსნას,“- განაცხადა ჯუზეპე კონტემ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ 19“-ით 230 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 33 500 დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები