LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან A კატეგორიის ტაქსებს სალონების ქიმიური წმენდა უფასოდ შეეძლებათ

107
ტაქსი

დღეიდან A კატეგორიის ტაქსებს სალონების ქიმიური წმენდა უფასოდ შეეძლებათ. ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით სერვისის მისაღებად მათ კონკრეტულ კომპანიებს უნდა მიმართონ. ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გააკეთა.

„გამოქვეყნებულ კონკრეტულ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ – „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში.

აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია A კატეგორიაში ჩართულ ყველა მძღოლს „ეს-ემ-ეს“ შეტყობინებით ეცნობება.

ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი ბევრ ადამიანს სიამოვნებს – კახა კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები