LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან პირბადე სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება

82
Untitled design (2)

დღეიდან კოვიდრეგულაციები მსუბუქდება – პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:

“ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება  რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება დატოვებული მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

სხვა დანარჩენი რეგულაციები დღეიდან მოიხსნება”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, კოვიდის მიმართულებით სტაბილური და შვიდი მდგომარეობაა, რაც საშუალებას იძლევა შემსუბუქდეს რეგულაციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები