LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდება

437
pjimage

დღეიდან 22 აგვისტომდე, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდება.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 125 კმ-ზე, მდინარე „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, გზის ამ მონაკვეთზე, 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი, ავტოტრანსპორტს მოძრაობა თავისუფლად შეუძლია.

რუსეთიდან საქართველოში სატვირთო მანქანების გადაადგილების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი სამმართველოც ავრცელებს. მათი განმარტებით, სატვირთოების მოძრაობის აკრძალვის გადაწყვეტილება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღეს. სხვა ტიპის ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება.

მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები