LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, თბილისის ზოგიერთ უბანში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

92

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 ოქტომბერს, 23:00 საათიდან, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ შსს-ის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე. ასევე, გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე. გადაიკეტება ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ევროპის მოედნამდე.

მოძრაობა სრულად აიკრძალება მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. პანდუსიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ორ რიგად იმოძრავებენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

მოძრაობა აიკრძალება გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით, ასევე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე – აბანოთუბნის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ავლაბრის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე და მიმდებარე ქუჩებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები