LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

98
26 მაისი

დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.

სამხედრო ტექნიკა 15 მუნიციპალიტეტში გამოიფინება, ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება.

რეკრუტების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი, 12 საათზე თბილისთან ერთად კიდევ 5 ადგილას – მატანში, დმანისში, ხევსურეთში, ფოთსა და შემოქმედში ერთმანეთის პარალელურად გაიმართება.

ცერემონიაზე პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს კი პირველად ბავშვები იმღერებენ.

წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.

პოპულალურები