„დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავზე, ამ ლამაზ ქალაქ ბათუმში, რომელიც მხოლოდ დღეს აღმოვაჩინე და სადაც დაბრუნებას ვგეგმავ პირადი ვიზიტით, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულმა დირექტორმა, ფლავია პალანცამ ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდ ევროს დებს მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის. ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ მხარს ვუჭერთ ინვესტიციების დაფინანსების სფეროში. ამ რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკი ყოველწლიურად, დაახლოებით 1 მილიარდ ევროს დებს მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად კავშირგაბმულობის სფეროში, რეგიონის ევროკავშირთან დასაკავშირებლად, რეგიონის ქვეყნების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ასევე თითოეული ქვეყნის შიგნით, რადგან ინტეგრაცია იწყება თავდაპირველად ეროვნულ დონეზე, შემდეგ რეგიონულ და საერთაშორიო დონეზე. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის, ინტეგრაციისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – ფლავია პალანცამ.

 

ფლავია პალანცამ საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ საქართველოში ბევრ პროექტს ვახორციელებთ. შემიძლია, გამოვყო აღმოსავლეთისა და დასავლეთი დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის დაფინანსება, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროკავშირთან, ასევე ადგილობრივი ბანკებისთვის გამოვყოფთ სესხებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, ასევე ენერგოეფექტურობის გასაძლიერებლად გამოყოფილ სესხებს. ყველა ეს პროექტი მიმდინარეა. საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან ჩვენ დაახლოებით ორი მილიარდი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ფლავია პალანცამ.

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები