LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოში პირველ ფრენას შეასრულებს

70
take off of an modern airliner against a blue sky

ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს მიმართულებით პირველ ფრენას დღეს, ანუ 7 აპრილს განახორციელებს. ჩარტერული რეისი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე შესრულდება.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, Bees Airline-ს საქართველოს მიმართულებაზე დიდი გეგმები აქვს და ავიაკომპანიამ კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ რეგულარულ ავიარეისებზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო.

კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებაზე Bees Airline რეგულარულ რეისებს 30 აპრილიდან დაიწყებს.  რაც შეეხება კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Bees Airline ავიაბილეთებს 9 ივნისის თარიღიდან ყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები