LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ასამართლებენ თანამედროვე, განვითარებული და პერსპექტიული საქართველოს შემქმნელს: პაატა ბურჭულაძე 

46
ბურცჰულადზე (2)

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ვიდეო ჩართვით მიმართა ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.

“მივესალმები გამოღვიძებულ საქართველოს. მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ. მიხარია, რომ ვხედავ რწმენით, სიყვარულითა და გაერთიანების იმედით საქართველოს.

სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში. ის, ვინც 9 წლის მანძილზე ქვეყანას ხალხის ერთმანეთზე გადამტერებით და ფულის კეთებით, ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიული საქართველოს შემქმნელს.

არ დაგვავიწყდეს რომ ძალა ერთობაშია. ყველა ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები