LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს “ბათუმობაა”

161
ბაუმობაა

„ბათუმობა“, რომელიც გასულ წლებში შემოდგომაზე აღინიშნებოდა, მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან 28 აპრილს აღინიშნება. თარიღი 1888 წლის 28 აპრილს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

ქალაქის დღესთან დაკავშირებით ბათუმს 10 ქვეყნიდან 13 დამეგობრებული ქალაქის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს. ოფიციალურ მიღებას, რომლითაც გაიხსნა „ბათუმობა 2019“ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის (ACES E UROPE) პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუკატელი დაესწრნენ. სწორედ ამ ორგანიზაციამ მიანიჭა ბათუმს სპორტის ქალაქის სტატუსი.

„ბათუმობასთან“ დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სანახაობა და ღონისძიებაა დაგეგმილი. საზეიმო აქტივობები ღამის 02:00 საათამდე გაგრძელდება. საღამო კი გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდება.

„ბათუმობა 2019“-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება: საბავშვო კუთხე, წიგნების კუთხე, თითების თეატრი, ფრანების შოუ, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა.

საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება მიუზიკლი Welcome To Georgia.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები