LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს “ბერლინალე 2020” იხსნება – კინო-ფესტივალის ფარგლებში ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

715
BeFunky-collage (1)

დღეს„ბერლინალე 2020“ – ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. ბერლინის საიუბილეო კინო-ფესტივალის ფარგლებში ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. წლევანდელ ბერლინალეზე ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელიც შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ვარსკვლავია, 24 თებერვალს ჯილდოს მიიღებს ახალგაზრდა მსახიობთა ათეულის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. გარდა ამისა, ლევანი გელბახიანი ევროპული კინოს ამომავალი ვარსკვლავების ათეულში მოხვდა.

ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 20 თებერვლიდან 1 მარტამდე გაიმართება. ჟიურის ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიების ლაურეატი ჯერემი აირონსი უხელმძღვანელებს.

როგორ გამოიყურება საქართველოს სტენდი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფოტოს სოციალურ ქსელში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები