LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ჩამოვფრინდი, თვითმფრინავი ისეთი გაჭედილი იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდით – პაატა ქურდაძე

3633
news_55372

მწერალი პაატა ქურდაძე საქართველოში ჩამოფრინდა. ის ამბობს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა, ტურისტებით იყო გაჭედილი.

მწერალი ამბობს, რომ თუ ტურიზმის ბიზნესი კიდევ უფრო კულტურული გახდება, საქართველოში მეტი ევროპელი ტურისტი ჩამოვა.

“დღეს საღამოს ჩამოვფრინდი Air France-ით. რა ვიცი თვითმფრინავი ისეთი გაჭედილი იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდით. საერთოდ, ქართული ტურიზმის ბიზნესის ხალხი თავისი ბიზნესს თუ უფრო კულტურულს გახდიან კიდევ უფრო მეტი ჩამოვა და ამდენი საწუწუნოც არ ექნებათ.

დღევანდელი მდგომარეობით, მე მაგალითად არაფრით არ მესმის რა უნდა აკეთოს ტურისტმა თბილისში ორ დღეზე მეტი. სულ ორი-სამი პატარა ლამაზი უბანია და ისინიც სწორედ რუს ტურისტების გემოვნებაზეა ორიენტირებული, მხოლოდ მე პირადად ეჭვი მეპარება, რუსი ტურისტი საქართველოში რუსული იდიოტური პაპსას მოსასმენად ჩამოდიოდეს, თუ მაინც და მაინც სტერეოტიპი გვინდა, ღვინო, ჭაჭა, ლეზგინკა… კი ბატონო, მაგრამ რატომ გგონიათ ამ ქართველ ახალგამომცხვარ ტურიზმის “ინდუსტრიალებს” რომ ეს ხალხი აქ იგივე იდიოტობის მოსასმენად ჩამოდის, რასაც თავის ქვეყანაშიც აღარ უსმენენ დიდი ხანია, ეს დახლოებით იგივეა, მაგალითად ნეაპოლში რომ ჩახვიდეთ და ყველა კუთხეში გია სურამელაშვილს რომ უკრავდნენ ნეაპოლური ცნობილი სერენადების ნაცვლად, ლონდონში კი “ქუჩის ბიჭებს” და ლელა წურწუმიას.

ეს მარტო რუსებს არ ეხება. საერთოდ, რატომ გონიათ რომ ტურიზმი მაინც და მაინც ლოთობა, დღე და ღამე მუცლის ამოსაყორად ან ამათი გაგებით კლუბებში უძილო ღამეების გატარებაა და არა რაღაც ახალის ნახვა და მძიმე სამუშაო წლის წინ ძალების მოსაკრეფა?” – წერს პაატა ქურდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები