LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ჩინეთიდან საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქე ბრუნდება – სად იქნებიან ისინი ორი კვირის განმავლობაში

235
ფოტო

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში იქნებიან და აქ ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

ეს მოქალაქეები გარკვეული ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში სხვადასხვა ლოკაციაზე. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მოხერხდა მათთან დაკავშირება იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი თავად ტრანზიტული რეისებით დაბრუნდა ქვეყანაში სხვადასხვა დროს. ასევე ის მოქალაქეები, ვინც იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ზონაში, საფრანგეთის და თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით კარანტინის შემდეგ უკვე დაბრუნდნენ ქვეყანაში. დღეს ველოდებით საქართველოს 34 მოქალაქეს, რომელიც ჩამოფრინდება თბილისის აეროპორტში. მათ დახვდებათ ეპიდემიოლოგების და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა”,- აცხადებს გაბუნია.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ მოქალაქეებს ჯერ კიდევ ჩინეთიდან გამოფრენამდე წინასწარი შემოწმება გავლილი აქვთ.

პოპულალურები