LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი” – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის წარდგენა დუშეთში

325
BeFunky-collage (14)

დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დუშეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარუდგინა.

„დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის და ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას, რათა თქვენ გქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ პროგრამით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, „აწარმოე საქართველოში“, ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში, ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ, ეს პროგრამები მომდევნო წლების განმავლობაშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

 

ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, ყოველდღიური საქმიანობით, განხორციელებული ქმედებებით შევქმნათ წარმატებების ისტორიები. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობას სიტყვი მიმართა მთავრობის მეთაურმაც. გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში.

„დიდი პატივია ჩემთვის, ვაჟას სამშობლოში ვისაუბროთ ამ ქვეყნის მომავალზე, ეკონომიკურად ძლიერი, ევროპული ქვეყნის მომავალზე.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას. ამის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დუშეთში ზუსტად იგივე ცხოვრების პირობები იყოს, როგორიც არის თბილისში.

ახალგაზრდას, რომელიც აქ იბადება, მას უნდა ჰქონდეს ისეთივე პირობები, როგორიც არის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ა.შ. ეს არის სამართლიანობა და ამას ჰქვია ქვეყანაში წარმატების თანაბარი გადანაწილება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები