LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

529
5e4c7ada4cbbfaf35761f3c1c605a73a_XL

21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ეს დღე საქართველოში, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, რომლის მიზანიც, სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე საქართველოში პირველად 2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა.

დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, თარიღი 21,  21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

დაუნის სინდრომის დროს, ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები