LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დავინახეთ პოლიტიკიდან გაძევებული პოლიტიკოსების, ბანკირების, მევახშეების “გამარჯვებული” საქართველო: ჭიჭინაძე

80
დავით ჭიჭინაძე

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლას ეხმიანება “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე და ამბობს, რომ დღეს “პოლიტიკიდან გაძევებული პოლიტიკოსების, ბანკირების, მევახშეების “გამარჯვებული” საქართველო ვიხილეთ”.

როგორც ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიტიკოსები პარლამენტში არიან მაშინ, როდესაც ის ადამიანი, ვის გამოც 6 თვე პროცესი მიმდინარეობდა და საქართველო მსოფლიოს თვალსაწიერში მოხვდა – ციხეშია:

“დღეს დავინახეთ პოლიტიკიდან გაძევებული პოლიტიკოსების, ბანკირების, მევახშეების “გამარჯვებული” საქართველო!
ის, ვის გამოც, მთელი ეს პროცესი 6 თვეა მიმდინარეობს, ვის გამოც საქართველო მსოფლიოს თვალსაწიერში მოხვდა, ის კაცი ციხეშია და ესენი პარლამენტში. და ალბათ ეს ის “გამაჯვებაა”, რასაც ამომრჩეველს პირდებოდნენ…

მაგრამ, ამორალურ საქციელზე დაფუძნებული ქმედება გამარჯვების მომტანი ვერასოდეს იქნება!
ჯერჯერობით კი, მათი ეს საქციელი მხოლოდ “ოცნების” დეპუტატების ცინიკური განცხადებების საფუძველი გახდა ნიკასთან მიმართებაში.” – წერს პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები პარლამენტში მივიდნენ. ოპოზიციამ დღეს პირველად დაიკავა საპარლამენტო ტრიბუნები.

 

პოპულალურები