LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევის დღეა

1454912519525366

დღეს დავით აღმაშენებლის მეფედ კურთხევის დღეა. ქუთაისში დავითობის დღესასწაულის აღნიშნვა, მასშტაბური ღონისძიებებით მიმდინარეობს. გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დილის 09:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ, სტუმრები პატივს მიაგებენ დავით აღმაშენებლის საფლავს.

ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება, სადაც საჯარო ლექციები, აღმაშენებლის ეპოქასთან დაკავშირებით გაიმართება.

ღონისძიებები გაიმართება ისტორიულ მუზეუმსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.