LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დაწყებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს: ეკატერინე ტიკარაძე

256
61167b566edc1

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს დაწყებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს.

მისი თქმით, უწყებათაშორისმა საბჭომ შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაკვირვების რეჟიმიდან გამომდინარე მიიღო.

„მიგვაჩნია, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს. ეს პერიოდი, როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება-ხოლმე. აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით ამ შეზღუდვებითაა მოსალოდნელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ტრანსპორტზე, კვების ობიექტებსა და შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვები დღეიდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;

შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე;

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს სპეციალური ტრანსპორტის მომსახურებას, რომელიც მათ ამცრელ პუნქტებამდე მიიყვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები