ერთდღიანი გამყარების შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8946 ლარი გახდა. ცვილებამ 0.0076 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2312 ლარია, მაშინ, როცა პარასკევის ვაჭრობის შემდეგ, ის 3.2037 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0275 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

 

 

 

ნინი ჩუბინიძე
ავტორი

მსგავსი თემები